“წინაპართა ფოლდერის” წარდგინება გაიმართება

4 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში ბახტრიონზე, კრებულის – “წინაპართა ფოლდერი” წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საგამომცემლო პროექტს „წინაპართა ფოლდერი“ წარმოგვიდგენს მისი შემდგენელი, მწერალი მიხეილ ანთაძე.
XIX საუკუნეში მცხოვრები კახელი თავადის დღიური… 1937 წელს რეპრესირებული ინტელიგენტის მოგონებები… ამერიკის ციხეში 12 წლით დატუსაღებული ქართველის მემუარი… ფრანგი როკ-მუსიკოსის ქართული ლექსები… ეს და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ფაილია თავმოყრილი „წინაპართა ფოლდერში“, რომელიც 10 ავტორის 12 წიგნს აერთიანებს…
მის: ბახტრიონის 11ბ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები