ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს არ ადასტურებს

„რკინიგზის საკითხზე ასეთი მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც მიმდინარეობს”, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
“ამ დღეების განმავლობაში, ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა გაუგებარი მიზეზებით. მე ვფიქრობ, ძალიან ცალსახა განცხადებები გაკეთდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც განიხილებოდა. რკინიგზის საკითხზე ასეთი მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც მიმდინარეობს”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ლარსის ალტერნატიული გზის თაობაზე შეთანხმდნენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის გეგმას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები