ოთარ დანელია „ბიოკომ ტექნოლოგის“ წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკის ინოვაციური კომპანიის „ბიოკომ ტექნოლოგის“ წარმომადგენლებს იური მალევიჩს, დიმიტრი იანეცსა და ალექსანდრ ზინოვენკოს შეხვდა.
მხარეებმა აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტბში ავტომატიზირებული და რობოტიზირებული მეცხოველეობის ფერმის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე იმსჯელეს.
„მსგავსი ფერმის მოწყობა კარგ პირობებს ქმნის იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნატურალური რძის წარმოება. საბოლოო ჯამში ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ პროდუქტს ვღებულობთ, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
საუბარი შეეხო ასევე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს.
„ბიოკომ ტექნოლოგიის“ წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს კომპანიის შესაძლებლობები და ახალი ტექნოლოგიები გააცნეს. როგორც მათ აღნიშნეს, ასეთი მიდგომა იძლევა მაღალ რენტაბელურ წარმოებას. ვინაიდან მსგავსი ტექნიკური საშუალება პროდუქციის თვითღირებულებას მკვეთრად ამცირებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა და პროფესორი ლევან თორთლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები