“Exotic wine travel”-ი ქართულ ღვინოს და სომელიე ზაზა გრიგალაშვილს სტატიას უძღვნის (ვიდეო)

ავტორიტეტულმა ინტერნეტ გამოცემამ მეღვინეობის შესახებ -Exotic Wine Travel -მა საქართველოს შესახებ მასალა გამოაქვეყნა. სტატიაში, The Unstoppable Progress In The Georgian Wine Scene (ქართული მეღვინეობის უზარმაზარი პროგრესი), ქართველი სომელიე, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და WSET სერტიფიცირებული სომელიე – ზაზა გრიგალაშვილი მოხსენიებულია, როგორც ქართული ღვინოების ერთ-ერთი კვალიფიციური, საუკეთესო მცოდნე და პროფესიონალი სომელიე. გამოცემა წერს, თუ ქართულ ღვინოზე დეტალური ინფორმაციის მიღება გსურთ, ზაზა გრიგალაშვილი ყოველკვირეულ ლექციებს კითხულობს და მისი მოსმენა ქართულ ენაზეც არის შესაძლებელი, და ინგლისურადაც”, – წერს გამოცემა.
Exotic Wine Travel-ი ასევე წერს, რომ საქართველო ბოლო დროს ღვინის ტურიზმის ერთ–ერთ ძალზე პოპულარულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამ ქვეყანაში მთავრობა მეღვინეობას და ამ დარგის მომავალ განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
foto2 foto3
kaci

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები