საგარეჯოში ძლიერმა კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანდა ავტომობილებიც

კახეთში, საგარეჯოში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. გადმოყრილი თუნუქის ნაჭრები შენობასთან მდგომ მანქანებს დაეცა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაზიანებულია ათამდე ავტომობილი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები