დავით ნარმანიამ კაკლიანის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, კაკლიანის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და დავალებები გასცა.
პროექტის ფარგლებში, მიხეილ გახოკიძის ქუჩიდან დევნილთა დასახლებამდე ასფალტის საფარი დაიგება და ახალი ბორდიურები მოეწყობა. გზა ორ ფენად კი , 5000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგება.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება ყველა სახის კომუნიკაცია.16997207_1644711912211459_1917169291_n
„საბჭოთა პერიოდის შემდეგ ამ უბანს არ ჰქონდა გზა, დაზიანებული იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. სწორედ ამიტომ ჩვენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად , მოვაწესრიგეთ მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომლის შემდეგაც რაიონული გამგეობა გზის საფარს აწესრიგებს . ჯამში 1,5 კილომეტრზე მეტი გზა იგება და ამ ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება ყველა სახის კომუნიკაცია, რათა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს დაგებული გზა და მოსახლეობას მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა.
„აღნიშნულ მისამართზე ასევე მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა . როგორც საგზაო, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის ბოლომდე ძალიან ბევრ მისამართზე ჩატარდება. კაკლიანის დასახლებაში ასევე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია“,- განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები Georgian Water and Power – GWP LTD, Official -ის მიერ აღდგენილი , ამორტიზირებული წყალსადენის, მაგისტრალური ქსელის შეცვლის შემდეგ დაიწყო. ღონისძიებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორი მამუკა კიკალიშვილიც ესწრებოდა.
პროექტის საერთო ღირებულება 310 357 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და გაზაფხულისთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები