მამა დავით შარაშენიძე: სოსო ოხანაშვილის განცხადება არაკორექტულია

მამა დავით შარაშენიძემ პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი პატრიარქის პრესმდივნის მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო გააკრიტიკა და მის განცხადებას არაკორექტული უწოდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მამა მიქაელ ბოტკოველს ოხანაშვილი საპატრიარქოში მართლაც არ ჰყავდა ნანახი და მან მხოლოდ ეს თქვა. მამა დავითი აცხადებს, რომ პატრიარქის პრესმდივანს არ უსაუბრია ოხანაშვილის გათავისუფლების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა მამა მიქაელ ბოტკოველი სიცრუეში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ გამოჩენილა. საპატრიარქოს პრესმდივნის აღნიშნული განცხადება ოხანაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
თავად მამა მიქაელ ბოტკოველმა კი, ოხანაშვილის განცხადებების შემდეგ, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები