პატრიარქის პრესმდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თავად მამა მიქაელ ბოტკოველმა დაუდასტურა.
„ერთი საათის წინ მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
სოსო ოხანაშვილი თავხედია, როდესაც მე სიცრუეში მადანაშაულებს და ამბობს, რომ საპატრიარქოში იმყოფებოდა. მე არ მითქვამს, რომ ის გაათავისუფლეს სამსახურიდან, მე ვთქვი, რომ ის არ მინახავს საპატრიარქოში“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
რამდენიმე წუთის წინ, პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ის სიცრუეში დაადანაშაულა. როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი გერმანიაში დაბრუნების დღიდან საპატრიარქოში იმყოფება და მის მოვალეობას ასრულებს.
მამა მიქაელ ბოტკოველმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოხანაშვილი პატრიარქის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საპატრიარქოში არ გამოჩენილა. ბოტკოველის განმარტებით, პატრიარქის დაცვის დანარჩენი წევრები საპატრიარქოში არიან და უწმინდესის დაცვას უზრუნველყოფენ.
„სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია, თუმცა რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები