მამა მიქაელ ბოტკოველი: რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს

“რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, პატრიარქის დაცვის დანარჩენი შემადგენლობა საპატრიარქოშია.
„სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია, თუმცა რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. ამის შესახებ მან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები