უილიამ ლაჰიუ: რუსეთი აგრესიას ახორციელებს არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ნატოს წევრების წინააღმდეგაც

“რუსეთმა, სამხედრო აგრესიის გზით, უკრაინის ანექსია მოახდინა და მხარს უჭერს სეპარატისტულ ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში”, – ამის შესახებ საქართველოში ნატოს მისიის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა და პრობლემა სწორედ აღნიშნული მდგომარეობაა და რუსეთი აგრესიულ რიტორიკას მეზობელი ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც აწარმოებს.
როგორც ლაჰიუმ აღნიშნა, ნატო მზად არის, უზრუნველყოს თავისი წევრების დაცვა ნებისმიერი ტიპის აგრესიული სამხედრო მოქმედებისგან.
„რუსეთი სამხედრო კუთხით აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ, არამედ თავისი იმ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგაც, ვინც ნატოს წევრია. ზუსტად ეს იყო იმის მიზეზი, რომ ნატომ გაზარდა თავისი მზადყოფნა და ბატალიონები გავაგზავნეთ ბალტიისპირეთში და პოლონეთში“, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები