დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრებს შეხვდებიან

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრებთან საპატრიარქოში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა ადვოკატებმა განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 13.00 საათზეა დანიშნული, თუმცა, მათ არ იციან, დაესწრება თუ არა შეხვედრას საქართველოს პატრიარქი.
„საპატრიარქოში სინოდის წევრებთან იქნება შეხვედრა. არ ვიცი, დაესწრება თუ არა შეხვედრას პატრიარქი. ჩვენ ყველა დასმულ კითხვაზე გავცემთ პასუხს, თუმცა რა საკითხზე იქნება კონკრეტულად საუბარი, ეს ჯერ არ ვიცით და უნდა მოვისმინოთ“, – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები