თეა გოდოლაძე: ამერიკელებთან ერთად საქართველოში მყინვარწვერის პრობლემებს შევისწავლით

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის „ნაციონალური ფონდის“ ხელშეწყობით, ამიერკავკასიაში ტექტონიკური კვლევები ჩატარდება. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ლობირებული პროექტის ფარგლებში, ყველა მეწყრულ ზონაში სეისმოლოგიური სადგურები დაიდგმება.
„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, დღემდე არსებული კვლევების მიხედვით, პროცესები მეწყრულ ზონებში 30 წელში ერთხელ მეორდება, თუმცა პროცესი შეიძლება საუკუნეში ერთხელაც განმეორდეს.
„ყველა მეწყრულ ზონაში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაიდგმება სეისმოლოგიური სადგურები, იწყება ასევე იმ პროცესის შესწავლა, თუ რა იწვევს ნარჩენების ჩამოშლას. მეწყრული შემთხვევები ზოგჯერ საუკუნეში ერთხელ მეორდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფრო ადრე არ შეიძლება ამ ყველაფრის განმეორება. ის რაც ახლაა დამონტაჟებული, დევდორაკზე პრევენციისთვის არის გათვალისწინებული. ამ პროექტის მიხედვით, ავხსნით მთლიანად მიმდინარე პროცესებს და საბოლოოდ, ერთ ნიშნულამდე მივალთ და ის ჰიპოთეზა, რაც სამეცნიერო ჯგუფმა გამოთქვა, დადასტურდება, კერძოდ ის, რომ სეისმური აქტივობა იწვევს თერმული პროცესების გააქტიურებას, იგივე მყინვარწვერზე“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები