მეუფე პეტრე დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს.
როგორც მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება.
„მოულოდნელი პასუხი მივიღე, რომ არ მიშვებენ მამა გიორგის სანახავად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ხელისუფლება ამ შემთხვევაში. მიზეზი ჩემთვის არ განუმარტავთ”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკიდან ე.წ მატროსოვის დაწესებულებაში გუშინ დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები