მეუფე პეტრეს თქმით, პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეხვედრა შორენა თეთრუაშვილმა ჩაშალა

“სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა – ქალბატონი, რომელიც, ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოსცილდეს”, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება ის, რომ პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეხვდა.
„სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა – ქალბატონი, რომელიც, ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოსცილდეს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და ობიექტურად წარიმართოს. გაკეთებული განცხადებები მამა მიქაელის მიერ და სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც იკვეთება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესებისთვის.  იმაზე, თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები