„ბრძოლა დამოუკიდებლობის დაცვისათვის: 1921 წლის თებერვალ-მარტი“ – დისკუსია გაიმართება

28 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა მართავს დისკუსიას თემაზე – „ბრძოლა დამოუკიდებლობის დაცვისათვის: 1921 წლის თებერვალ-მარტი“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დისკუსია შეეხება 1921 წლების თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ჯარებს შორის მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს.
მოხსენებებს წაიკითხავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი დიმიტრი სილაქაძე.
ღონისძიების ფარგლებში სპიკერები ისაუბრებენ შემდეგ თემაზე:
„ბრძოლა თბილისის დაცვისათვის 1921 წლის საქართველო – რუსეთის ომის დროს“ – მიხეილ ბახტაძე;
„1921 წლის თებერვალ-მარტის საბრძოლო მოქმედებები თბილისის დაცემის შემდეგ: ოსიაურის ბრძოლა“ – დიმიტრი სილაქაძე;
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი№1. თსუ, I კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები