თვითნასწავლი ნაივი მხატვრის, ავთანდილ დათიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

23 თებერვალს, 19:00 საათზე,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი ნაივი მხატვრის, ავთანდილ დათიაშვილის პერსონალური გამოფენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ასამდე ფერწერული ტილო.
ავთანდილ დათიაშვილი დაიბადა ველისციხეში. პროფესიით ინჟინერ-მეტეოროლოგია, სხვადასხვა დროს მუშაობდა ასტრახანის ოკეანოლოგიის განყოფილებასა და გურჯაანის სეტყვასთან ბრძოლის სამსახურში. ამჟამად იგი ველისციხის საშუალო სკოლის პედაგოგია, გატაცებულია ძალოსნობით, ჭადრაკითა და ფოტოხელოვნებით. მხატვარი მრავალი რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენის მონაწილეა.
გამოფენა  3 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები