„XX საუკუნის 20-იანი წლები და საქართველოს თავგადასავალი“

24 თებერვალს, 16:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საქართველოს ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით მართავს პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძის საჯარო ლექციას – „XX საუკუნის 20-იანი წლები და საქართველოს თავგადასავალი“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დაინტერესებულ საზოგადოებას აგრეთვე ექნება შესაძლებლობა, დაათვალიეროს საგამოფენო პროგრამა „სიმართლე თებერვალზე“ (25 თებერვალი ემიგრანტული არქივების ფურცლებზე).
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობები: გიორგი კვინიტაძის, თამარ და აკაკი პაპავების, ნინო და კალისტრატე სალიებისა და სხვა ემიგრანტულ არქივებში, ასევე პერიოდულ გამოცემებში დაცული მასალა 25 თებერვლის, საქართველოს ისტორიის ამ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის შესახებ. ასევე, პირადი წერილები, შეფასებები ემიგრანტული პრესის ფურცლებზე, მოგონებები, საზოგადოებისათვის უცნობი აუდიომასალა – კარლო ინასარიძის არქივში დაცული რადიო „თავისუფლების“ ჩანაწერები 25 თებერვლის შესახებ, და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები