მამუკა მდინარაძე: ქართული სახელმწიფო ყოველთვის იქნება ქართველი სამხედროს გვერდით

“სახელმწიფოს ვალდებულებაა, განსაკუთრებულად იმუშაოს იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქე ნებისმიერ ადგილას დაცული იყოს”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კონგოელი მეამბოხეების მიერ ქართველი სამხედროს დატყვევებას, რომლის გასათავისუფლებლადაც მეამბოხეები მილიონი აშშ დოლარის გადახდას ითხოვენ.
“სამწუხაროდ, თქვენგან მესმის პირველად ეს ინფორმაცია. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო ყოველთვის იქნება ქართველი სამხედროს თუ სხვა თავისი მოქალაქის გვერდით და ბუნებრივია, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულად იმუშაოს იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქე ნებისმიერ ადგილას იყოს დაცული”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, კონგოელი მეამბოხეების მიერ 1 თვის წინ დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსურაულის სანაცვლოდ, ერთ მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები