ალექსანდრე ჯეჯელავა: გუშინ გამოჩნდა, რომ ეკლესია და ხელისუფლება არის ერთიანი

გუშინ გამოჩნდა რომ ეკლესია და ხელისუფლება არის აბსოლუტურად ერთიანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.
მისი თქმით, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, სასულიერო პირი თუ საერო, თუ დამნაშავეა უნდა დაისაჯოს.
ჯეჯელავას ინფორმაციით, საპატრიარქოში გუშინდელი სეხვედრის დროს, პატრიოარქმა და სასულიერო პირებვმა გამოძიებას ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„გუშინ გამოჩნდა, რომ ეკლესია და ხელისუფლება არის აბსოლუტურად ერთიანი და მონოლითური ამ საკითხთან დაკავშირებიძთ. ეკლესიის მღველმთავრებმა, მათ შორის, პატრიარქმა სრული მხარდაჭერა და ნდობა აღუთქვეს გამოძიებას და ხელისუფლებას. ეს საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე სასულიერო თუ თუ არასასულიერო პირი, ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს,-აღნიშნა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერები კახა კალაძე და ალექსანდრე ჯეჯელავა იმყოფებოდნენ. ასევე მტავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. პატრიარქთან სეხვედრა გუშინ 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები