ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის წევრებს მიმართავს

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტებს, „აუდიტორია 115“-ის წევრებს, რომ ნუ შეუშლიან ხელს თავის თანატოლებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
”მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი ავტონომიურია და შესაბამისად, ეს საკითხიც უნივერსიტეტის გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტებს, „აუდიტორია 115“-ის წევრებს, რომ ნუ შეუშლიან ხელს თავის თანატოლებს, მითუმეტეს ნუ აირჩევენ ექსტრემალური გზას ტელევიზიებთან მიმართებაში. ძალიან აღმაშფოთებელი იყო ტელევიზიის შენობაში შეჭრა, ბიზნესის ტერიტორიაზე შესვლა. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ შევეცდებით მოვუწოდოთ ამ ხალხს, რომ ექსტრემალური მოქმედებისგან თავი შეიკავონ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
”აუდიტორია 115”-ის წევრებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი 2016 წლის 24 ნოემბერს დაიკავეს. იმ შემთხვევაში, თუ თსუ-ს მეექვსე კოსპუსის პიკეტირება არ დასრულდება, სტუდენტები ახალი სემესტრიდან ტურიზმის ცენტრში გადავლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები