პროკურატურა: დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოდან საპატრიარქოში გადაყვანა არ იგეგმება

ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულ  დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოდან საპატრიარქოში გადაყვანა არ იგეგმება. ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგეგმება ბრალდებულის საპატრიარქოში გადაყვანა და მისი სასულიერო პირებთან შეხვედრა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვედრას სთხოვს.
მისი თქმით, დეკანოზს სურს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს იმ ჩვენების შესახებ ესაუბროს, რომლის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს.
ადვოკატის განმარტებით, დეკანოზის სურვილია, რომ სასულიერო პირებს ჩვენების მიცემამდე შეხვდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები