საბერძნეთის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით საჯარო რეესტრში გატარებულ რეფორმებს საბერძნეთის სამთავრობო დელეგაცია გაეცნო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ დელეგაციის წევრებს ქართულ სარეგისტრაციო სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმები წარუდგინა. პრეზენტაცია რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებს და ელექტრონულ სერვისებს ეხებოდა.
დელეგაციას საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრი ოლგა იეროვასილი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანი საქართველოში სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის გატარებული რეფორმების გაცნობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები