ზურაბ ალავიძე კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროექტების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით, შეხვედრა სასტუმრო “რედისონში” გაიმართა.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, გზებზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები ყოველდღიური მონიტორინგის ქვეშაა. მინისტრმა და კომპანიების წარმომადგენლებმა სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამ დროისთვის, 54 სამშენებლო- სარეაბილიტაციო პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი კი  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით 86 პროექტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები