რამაზ საყვარელიძე: პოლიტიკურ თამაშებში ეკლესიის გამოყენება რომ მოხდებოდა, გვქონდა ეჭვი

“პოლიტიკისგან ეკლესიის დისტანცირება თვითონ ეკლესიისთვის არის საჭირო”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განცხადა.
რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ დღეს, მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური მოვლენების ფონზე, მთავრი თემა ეკლესიის გადარჩენაზე ზრუნვაა. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხშირად ჰქონდა ქართული ღირებულებების დისკრედიტაციისკენ მიდრეკილება.
პოლიტიკისგან უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესიურობა, თუ დღეს ეკლესიამ ის სახე შეიძინა, რომ ბევრი მოქალაქისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მასთან მიახლოება, ეს საქართველოსთვის ცუდი იქნება. იმ ორომტრიალში, რაც მსოფლიოშია, აქ საკუთარი თავის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი მოსახლეობის რელიგიურობაა და თუ ეკლესიას არ ექნება იმგვარი სახე, რომ მოსახლეობა მასთან მივიდეს, ეს დამღუპველია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ხშირად იყვნენ კრიტიკულები ეკლესიის მიმართ. გასაკვირი არაა, რომ ეკლესიის დაპატრონება ვინმეს უნდოდეს, ნუ გაგვიკვირდება, რომ ეს ინტერესი მოდიოდეს რუსეთიდან, რადგან ვეთანხმები გამზარდიას, მან გამოხატა ის აზრი, რომ ბოლო ხანებში, პატრიარქის გადადგმული ნაბიჯები რუსულ პოლიტიკას ისე ჰარმონიულად არ ერწყმის, როგორც რუსეთს სურს და ჭარმაგი პატრიარქის შემცვლელზე ზრუნვა არაა გამორიცხული, ამ ხერხებით მიდიოდეს. მე ამ ვერსიას განვიხილავ არა როგორც ალტერნატიულ ვერსიას, რადგან ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის გაგრძელება რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა საქართველოში”, – განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები