ხაშურში შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონები გაიხსნა

ხაშურში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ატრაქციონები გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე, მუნიციპალიტეტის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ატრაქციონების დამონტაჟება ქალთა ასოციაციის ხაშურის ფილიალის ინიციატივით, ორბელიანის ფონდის მხარდაჭერითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის თანადგომით განხორციელდა.
ორბელიანის ფონდის წარმომადგენლებმა ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს და მის ბიუროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, „სავანეს“ და შპს „ფოლადს“ პროექტის განხორციელებაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონები დღემდე არამხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში, არამედ შიდა ქართლის რეგიონშიც არ არსებობდა და ეს რეგიონული მასშტაბით პირველი პრეცედენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები