ვაინახთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

23 თებერვალს 13:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატისა და საქართველოში ვაინახი თემის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 73 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოს დაესწრებიან ინგუშეთიდან, ჩეჩნეთიდან და პანკისიდან ჩამოსული სტუმრები.
73 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, 400 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საკუთარი მიწა-წყლიდან ერთ დღე-ღამეში აყარეს, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს და ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს.
გადასახლებულთა 40 პროცენტმა შუა აზიამდე ვერ ჩააღწია, ისინი გზაშივე დაიხოცნენ. 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ამ ფაქტს გენოციდის შეფასება მისცა. ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაციის 66-ე წლისთავი 23 თებერვალს საქართველოში კავკასიის ფონდის ორგანიზებით აღინიშნა და ამ ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით „კავკასიის ხალხთა მასობრივი გასახლებები XIX-XX საუკუნეებში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები