იაკობ ნიკოლაძე-140: საუბრები და ლექცია გაიმართება

25 და 26 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიმართება საუბრები და საჯარო ლექცია. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს საუბრები გამოფენის „იაკობ ნიკოლაძე 140“ ფარგლებში გაიმართება.
25 თებერვალი, 13:00 საათი:
მხატვარი დავით სულაკაური – „იაკობ ნიკოლაძის შესახებ“.
26 თებერვალი, 13:00 საათი:
გურამ ნიკოლაძე – იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის კოლექციების მენეჯერი ისაუბრებს იაკობ ნიკოლაძეზე, მის შემოქმედებასა და პიროვნებაზე, თუ როგორ დაამახსოვრდათ დიდი მოქანდაკე ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მოსწავლეებს.
26 თებერვალი, 15:00 საათი:
გამოფენის კურატორი და ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე წაიკითხავს ლექციას: ,,იაკობ ნიკოლაძე – ევროპული პლასტიკური აზროვნება და საქართველო“.
26 თებერვალს, დღის ბოლოს, იაკობ ნიკოლაძის გამოფენა დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები