დღეიდან, კახეთის გზატკეცილის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან 6 მარტის ჩათვლით კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
”საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 თებერვლის 12:00 საათიდან 6 მარტის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან “ისთ ფოინთამდე”).
საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები