ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონპროექტთა პაკეტს პარლამენტი დათქმულ ვადებში მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტის დათქმულ ვადებში დამტკიცებას აანონსებს.
„ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი მომზადდა ფართო მსჯელობის და დისკუსიის საფუძველზე და ის შესაბამისობაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, ამ კვირაში ჩვენ კანონპროექტების პაკეტს  მეორე მოსმენით განვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შეფასებების საპასუხოდ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, განხილვების პროცესში, ცალკეულ მუხლებში ცვლილებების შეტანაც არ გამორიცხა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს და კანონპროექტთა პაკეტს დათქმულ ვადებში მიიღებს.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მარტის ბოლომდე უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები