რატომ არ შეხვდა პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმეს, ირაკლი მამალაძეს – პრესსპიკერი განმარტებას აკეთებს
“პრეზიდენტის დავალებით, ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა მთავარ პროკურორთან, რომელმაც სრული ინფორმაცია მიაწოდა მას მამალაძის შესახებ”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურორმა განმარტებით, მამალაძე არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მისი უსაფრთხოება დაცულია.
“პრეზიდენტის დავალებით, ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა მთავარ პროკურორთან, რომელმაც სრული ინფორმაცია მიაწოდა მას მამალაძის შესახებ და განუცხადა, რომ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
მე ეს ინფორმაცია ტელეფონით მივაწოდე ირაკლი მამალაძეს, საკითხი ჩავთვალეთ ამოწურულად, რადგან საფრთხე არ არსებობდა და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ამ ინფორმაციას არ ვენდოთ”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ, რომელმაც აღნიშნული კომენტარით, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძისთვის პრეზიდენტის მიერ შეხვედრაზე უარის მიზეზები განმარტა.