ადვოკატი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პატრიარქმა ბოლომდე ისმინა ჩემი საუბარი

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პატრიარქმა ბოლომდე ისმინა ჩემი საუბარი”, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხელ რამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქს მიაწოდა ინფორმაცია მამა გიორგის პოზიციასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. დეკანოზის ადვოკატმა პატრიარქი დღეს, დილის 09:30 საათზე მოინახულა.
“პატრიარქის ღირსეულ გრძნობასა და სიყვარულში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ყველაფერი კარგად გამიგო და მის გულისხმიერებაშიც დარწმუნებული ვარ. მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მხრიდან, რაც საჭირო იყო და რაც მთლიანად შეიძლებოდა პატრიარქს სცოდნოდა. პატრიარქმა მომისმინა, რამდენიმე კითხვა დამისვა მამა გიორგის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაგვლოცა და წამოვედით”, – განაცხადა რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები