დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს პატრიარქთან შეხვედრა სურთ

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს პატრიარქთან შეხვედრა სურთ. ამის შესახებ დეკანოზის ახალმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ჩაფიძის კლინიკაში მივიდა.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, საპატრიარქოში შეხვედრა შედგა, წმინდა სინოდის წევრები შეიკრიბნენ. რაზე შეთანხმდნენ, ამას ალბათ თვითონ იტყვიან. ახლა შევხვდები ბრალდებულს, ჩამოვალ და გეტყვით ძალიან საინტერესო ახალ ისტორიას“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები