ირაკლი კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 96 წლის იუბილეს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 96 წლის იუბილეს ულოცავს.
„დღეს 96 წელი შესრულდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპაციის გამო 1921 წლის კონსტიტუციამ მხოლოდ რამდენიმე დღე იმოქმედა, განუზომლად დიდია ამ სამართლებრივი დოკუმენტის როლი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში.
ჩვენ ვამაყობთ, რომ 1921 წლის 21 თებერვალს მივიღეთ ისეთი უზენაესი კანონი, რომელიც მაშინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება, რაც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მდიდარ სამართლებრივ ტრადიციებს. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“ – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები