დავით სერგეენკო: პირველი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება ​

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად, ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება.
მინისტრის განმარტებით, სელექტიური კონტრაქტირება, პირველ რიგში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებას შეეხება. „ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმებისა, რომლის შესახებაც განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.
კერძოდ, ეს არის სელექტიური კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებებისა, რომლის ამოცანაც არის უფრო მაღალი ხარისხის დანერგვა. პირველ ეტაპზე, ეს შეეხო ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას. შემოვიდა დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, დიდ ქალაქებში სამედიცინო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩაერთონ. ეს კრიტერიუმი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, დაწყებული ინფექციებზე კონტროლის ხარისხით, ახალშობილთა და ორსულთა მოვლით და ასევე, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და აღჭურვილობით კრიტერიუმებს.
ამ ინიციატივას წინ უძღოდა 2-წლიანი მუშაობა, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით, შეფასდა სამედიცინო დაწესებულებები დედათა და ბავშვთა მიმართულებით. განისაზღვრა ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში შევა ძალაში. ჩვენ ვფიქრობთ, უკვე პირველი მარტიდან ეს ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება, რომლის მიზანია, შეჯამებულად უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ხარჯეფექტური მოვლა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები