ნანა კაკაბაძე: შორენა თეთრუაშვილმა თქვა, რომ მიმდინარე პროცესებში ის ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ გამოიყენეს

“შორენა თეთრუაშვილმა თქვა, რომ მიმდინარე პროცესებში ის ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელიც პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ გამოიყენეს”, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
კაკაბაძის განცხადებით, მიმდინარე პროცესები ეკლესიის სიძლიერისა და ავტორიტეტის განადგურებას ემსახურებოდა.
„ის თვითონაც ხედავს და გრძნობს იმას, რაც რეალობაში ხდება. თქვა, რომ მე ვარ ინსტრუმენტი, რომელიც იყო გამოყენებული იმისათვის, რომ დაერტყათ პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვისო.
დანარჩენი ადამიანებიც, ვინც არიან, ისინიც არიან ინსტრუმენტები და აქ გათვლა არ იყო არც შორენაზე და არც სხვაზე. ეს გათვლილი იყო მაღლა და უფრო ზემოთ. აქ არ არის მხოლოდ მოწამვლაზე და მოკვლაზე საუბარი, აქ არის ლაპარაკი კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციაზე და იმ ავტორიტეტის და სიძლიერის განადგურებაზე, რომელიც ეკლესიას გააჩნია“, – განუცხადა კაკაბაძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები