საპატრიარქოში სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მსჯელობენ

ამ წუთებში, საპატრიარქოში სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მსჯელობენ. შეხვედრას, რომელიც 11 საათზე დაიწყო, სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები ესწრებიან.
საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მივიდა. მეუფის განცხადებით, მთავარია სიმართლემ გაიმარჯვოს.
„ახლა მთავარია, მამა გიორგის ამ მძიმე, საშინელი ბრალდების წინაშე ერი და ბერი დადგეს ერთად სიმართლის მხარეს”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე ასევე იმყოფება მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე – მამა გიორგი თევდორაშვილი.
“ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება, გაირკვევა მტყუან-მართალი”, – განაცხადა მამა გიორგიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები