გიორგი კვირიკაშვილი: შესაძლოა, ქართულ კომპანიებს ავღანეთში ტენდერებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ

„შესაძლოა, ქართულ კომპანიებს ავღანეთში ტენდერებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ავღანეთთან ურთიერთობაში სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ავღანეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტთან და უნდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში: ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე, გვქონდა საუბარი შესაძლებლობაზე ქართული კომპანიებისთვის, რომ ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, რომ ისინი დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები