ირაკლი კობახიძემ პატრიარქი მოინახულა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში დაბრუნებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.
ირაკლი კობახიძე ილია მეორეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან ერთად საპატრიარქოში დახვდა და უწმინდესს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
კათოლიკოს-პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მას 13 თებერვალს ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები