ადვოკატი: დეკანოზმა რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, თუმცა თუ რა ტიპის ექსპერტიზაში უნდა მიეღო მონაწილეობა დეკანოზს, ადვოკატს არ დაუკონკრეტებია.
როგორც ფანცულაიამ განაცხადა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის. „თქვა შენიშვნის სახით, რომ ის არ გაურბის გამოძიებას და ექსპერტიზაში მონაწილეობას მიიღებს. ელემენტარულად ადამიანს 39 აქვს სიცხე და შეიძლება მისი ხმის ტემბრი შემოწმდეს? , – აღნიშნა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები