პროკურორის მოადგილე: ირაკლი მამალაძე საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან მადლიერებას იმსახურებს

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, დეკანოზის საქმეში მთავარი მოწმე საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან მადლობას იმსახურებს.
როგორც ვასაძემ “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, ირაკლი მამალაძემ ჩაიდინა ის, “რაც უნდა ჩაიდინოს ყველა კეთილსინდისიერმა ადამიანმა”.
“მინდა ყველას შევახსენო, ირაკლი მამალაძემ ჩაიდინა ის, რაც უნდა ჩაიდინოს ყველა კეთილსინდისიერმა ადამიანმა, დანაშაულის ფაქტის შესახებ უნდა შეატყობინო სამართალდამცავ ორგანოებს, რაც გააკეთა ირაკლი მამალაძემ. მისი დახმარებით და ძალისხმევით, აღკვეთილი იქნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც, ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს შედეგის თვალსაზრისით. ვფიქრობ, საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან მადლიერებას იმსახურებს ეს პიროვნება”, – განაცხადა ვასაძემ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები