რა ფრაზა ამოჭრეს პატრიარქის ვიდეომიმართვიდან – რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს… ვისი დავალებით ხდება ეს?

მედიაკავშირი „ობიექტივი“ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ოპერაციის შემდეგ გადაღებული ვიდეოჩანაწერის სრულ ვერსიას ავრცელებს, სადაც ილია მეორემ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „ობიექტივის“ ინფორმაციით, პატრიარქის ჩანაწერის სრული ვერსია არ გაავრცელეს და მასალიდან მნიშვნელოვანი ფრაზა ამოჭრეს – „რა მოხდა, რატო მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?“ „მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს… ვისი დავალებით ხდება ეს?“ – ბრძანა პატრიარქმა.

სრული ვერსია

https://www.youtube.com/watch?v=qEDKbuzozRw&feature=youtu.be

დამონტაჟებული ვერსია

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები