დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: მე ამ საქმისგან არ ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას

“მე ამ საქმისგან არ ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას, არ ვაპირებ პოლიტიკური ქულების დაწერას”, – ასე ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.
ფანცულაიას განცხადებით, ყველა კომენტარი, რაც მან მედიასთან გააკეთა, შეთანხმებული იყო  მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.
“ამ დღეების განმავლობაში, ჩემს ამ საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გაკეთდა არაერთი განცხადება, შეფასება და მე მაქსიმალურად ვცდლობდი, რომ ეს “გამეტარებინა”, არ მიმეღო მხედველობაში და არ გამეკეთებინა კომენტარი. მაგრამ მინდა ადრესატებმა გაიგონ, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაიმიჯნოს საადვოკატო საქმიანობა პოლიტიკისგან. მე ამ საქმისგან არ ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას, არ ვაპირებ პოლიტიკური ქულების დაწერას. აქედან გამომდინარე, მე ვაკეთებ მხოლოდ პროფესიულ, იურიდიულ განცხადებებს და არ ვსაუბრობ მათი ტერმინოლოგიით, ვისაც პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდა. ნურას უკაცრავად! თავიანთი სიტყვები შეინახონ თავისთვის. მე გამოვდივარ მამა გიორგის ინტერესებიდან, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ საკითხის პოლიტიკიდან დისტანცირება. კიდევ ერთხელ ვამბობ: არ მაინტერესებს პოლიტიკური ქულების დაწერა. მაინტერესებს ერთადერთი რამ – გაირკვეს მისი უდანაშაულობა და ის, თუ ვინ მოუწყო ეს. გადახედეთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეფასება კეთდება. მოვუწოდებ ყველას, დაამთავრეთ ეს ჭაობი და პროფესია ნუ გერევათ პოლიტიკაში. მე ვარ იურისტი, მამა გიორგის ინტერესების დამცველი და თითოეული სიტყვა, რომელსაც ვამბობ, შეთანხმებული მაქვს მამა გიორგისთან. თქვენი პოლიტიკა შეინახეთ თქვენთვის!” – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ადვოკატი ჩაფიძის გულის ცენტრში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები