გია ვოლსკი: იქნებ მართალია ხალვაში, არავინ არ უშვებს ამას „რუსთავი 2“-ში?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ თემებზე მეტად, სამართლებრივი საკითხები აინტერესებს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ამას მედიაში ნაკლები ყურადღება ექცევა.
”ეს არის პოლიტიზირებული თემა. რასაკვირველია, „რუსთავი 2“-იც და სხვა ტელევიზიებიც უნდა არსებობდეს მედიასივრცეში, მაგრამ ამ პოლიტიკის და ცალკეული ადამიანების სუბიექტური დამოკიდებულების მიღმა, აუცილებელია, შევაფასოთ ყარამანაშვილის არის ეს ტელევიზია თუ ხალვაშის. ხალვაშს დაუწვეს ქონება, გააქციეს გერმანიაში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. იქნებ მართალია ხალვაში, არავინ არ უშვებს ამას „რუსთავი 2“-ში? ან იქნებ ყარამანაშვილია მართალი. ამისთვის რაღაც დოკუმენტები უნდა დადონ, ამ თემაზე საერთოდ არ მიდის საუბარი, ვუყურებთ ამ „ტინგიცობას“ და „კრიახს“. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაინტერესებს ზუსტი პასუხი სასამართლოსგან”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება არხმა გუშინ საღამოს მიიღო. გადაწყვეტილების შესახებ “კურიერის” სპეციალურ გამოშვებაში არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებია.
“რუსთავი 2”-ის ეკრანზე კი ასეთი წარწერაა: “ვაპროტესტებთ უსამართლობას! კვირას, 14:30 ვიკრიბებით რუსთაველზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები