კასპის გამგეობის ინიციატივით, ნინო მოდრეკილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ინიციატივით, საქალაქო ბიბლიოთეკაში პოეტ ნინო მოდრეკილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოზე პოეტისა და მისი შემოქმედების შესახებ მისი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა და კლასის დამრიგებელმა, ნათია სუხაშვილმა ისაუბრა.
ნინო მოდრეკილაძე პროფესიით ჟურნალისტია და ლექსებს ბავშვობიდან წერს. პირველი ლექსი 1995 წელს კასპის რაიონულ გაზეთ ,,განთიადში“ დაიბეჭდა. პირველი პოეტური კრებული კი სახელწოდებით ,,სულის ქარვები“ 2014 წელს გამოსცა, რასაც 2016 წელს გამოცემული მეორე კრებული – ,,ფერნაცვალ ფიქრთან“ მოჰყვა.
საღამოზე პოეტმა საკუთარი ლექსები წაიკითხა. მსმენელი განსაკუთრებით აღფრთოვანა ლექსმა „თევდორე“.პოეტმა ბიბლიოთეკას საჩუქრად საკუთარი წიგნები გადასცა.
საღამოს ორგანიზატორებმა საღამოზე ისრაელიდან პაატა იაკობაშვილის, ხარაგაულიდან – რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, კონკურს „ოდეონის“ დამაარსებლისა და ორგანიზატორის, იზა ვეფხვაძის გამოგზავნილი წერილები წაიკითხეს.
პოეტის შემოქმედებით საღამოს გორელი პოეტები: ჯემალ ინჯია და გიორგი ხორბალაძე ესწრებოდნენ, ასევე, თბილისელი პოეტები: მაიკო მიქაია, გივი ჩიღვინაძე და ედუარდ უგულავა. პოეტებმა ნინო მოდრეკილაძის შემოქმედებაზე ისაუბრეს და საკუთარი ლექსებიც წაიკითხეს. ბიბლიოთეკა კი საკუთარი წიგნებითაც დაასაჩუქრეს.
საღამო მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

16809339_10154438530424779_1028494100_n

16838088_10154438530459779_1114058562_n

16808360_10154438530419779_440254699_n

16831376_10154438530434779_360439847_n

 16808401_10154438530429779_1906648327_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები