დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას სასსჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადასტურებენ.
ამ წუთებში კლინიკაში დაკავებულის ადვოკატებიც შევიდნენ. გიორგი ფანცულაიას თქმით, ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ადვოკატმა დეკანოზი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგის მაღალი არტერიული წნევა და ტემპერატურა აწუხებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები