ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა
მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.
მისი თქმით, დეკანოზს უკვე რამდენიმე დღეა მაღალი სიცხე და წნევები აქვს.
„უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. სამედიცინო კუთხით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან, რაც შესაძლებელია, ყველანაირი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეოთხე დღეა არ დასტაბილურებულა“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ამასთან, ადვოკატმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც გაუთქმელობის პირობაზე მის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
„იმედია, უახლოეს პერიოდში შეზღუდვა მოგვეხსნება და შევძლებთ ისეთივე უფლება მოვიპოვოთ განცხადებების კეთების, როგორიც აქვს პროკურატურას“, – განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა.