ვასილ მაღლაფერიძე: მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ გამოსწორდეს, ამისთვის რაღაც ნაწილში ეკონომია უნდა გავაკეთოთ

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოსწორების გამოსავალს შედარებით დაბალრეიტინგული გადაცემების დახურვაში ხედავს. მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებლის მენეჯმენტმა ბორდს სწორედ დაბალრეიტინგული გადაცემების დახურვა შესთავაზა.
„ეს არის გრძელვადიანი სამუშაო პროცესი და სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს. არხის რეიტინგს განაპირობებს გადაცემები და მანამდე უნდა გამოსწორდეს არხის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ გამოსწორდეს, ამისთვის რაღაც ნაწილში უნდა გავაკეთოთ ეკონომია, რომ ეს თანხები მივმართოთ ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. რეიტინგები და შეფასებები ჩვენ არ დაგვიდგენია, ეს არის ობიექტური მთვლელების დადგენილი, აქ ადამიანის ხელი არ ურევია და ჩვენი პრინციპული ხედვაა, რომ ეს არ უნდა მოხდეს სუბიექტური ფაქტორებით“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის ახალი გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ. წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვს და “მაყურებლის მიგრაციას” იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: “ხანმოკლე XX საუკუნე”, “ეკონომეტრი”, “ვაშინგტონი დღეს”, “სპორტი 360 გრადუსი”, „მთავარი”, “რეალური სივრცე”, “ვექტორი”, “სპორტის დაფა”, “რადიო თავისუფლება – წითელი ზონა”, “ტელემანი”, “კაცების დრო”, “ც სტუდია”, “უცნობი მუსიკა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები