ადვოკატი: მამა გიორგი ბედნიერია, რომ პატრიარქს მისი სჯერა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბედნიერია, რომ პატრიარქს სჯერა მისი პიროვნების.
„გადავეცი პატრიარქის პოზიცია, რის გამოც ორმაგად ბედნიერია და მოხარულია, რომ პატრიარქს სჯერა მისი პიროვნების“, – განაცხადა ფანცულაიამ.
მისივე თქმით, მამა გიორგის მეოთხე დღეა, მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს მკურნალობის კურსთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან რაც შესაძლებელია, ყველანაირ გამოკვლევას უტარებენ.
მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერლინში, ერთ-ერთ კლინიკაში განაცხადა, სადაც მას რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები