მეუფე პეტრე: ჩემი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი ასევე, მიმართული იყო მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ

“გარდა პირადი ინტერესებისა, ჩემი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი ასევე, მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განაცხადა.
როგორც მეუფე პეტრემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ე.წ. მატროსოვის ციხეში მონახულების შემდეგ აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი გონივრულად უნდა გადაწყდეს.
„თუ მამა გიორგის ამბავი გონივრულად, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, დამერწმუნეთ, გირგვლიანის და ყველა სხვა 9-წლიანი უსინდისო მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს შეიძლება აღემატებოდეს, თუ ბოლომდე სახელმწიფოებრივად, სამართლიანად და მართლმადიდებლურად არ იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები