ბესელია ე.წ. ციანიდის საქმეზე: პროკურატურა ვერ ასაჯაროებს ბევრ გარემოებას, რათა გამოძიების ინტერესებს ხელი არ შეეშალოს

“ის, რომ პროკურატურა ვერ ასაჯაროებს ბევრ გარემოებას, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ გამოძიების ინტერესებს ხელი არ შეეშალოს”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ განვითარებული პროცესების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურას თავისი დღის წესრიგი აქვს.
„პროკურატურას აქვს თავისი დღის წესრიგი. პროკურატურას აქვს ინტერესი, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი. ამიტომ ის თუ დღეს ვერ ასაჯაროებს ბევრ გარემოებას, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ გამოძიების ინტერესებს ხელი არ შეეშალოს“, – განაცხადა ბესელიამ.
უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას.
„საწამლავიანი კაცი მიდოდა იმ კლინიკაში, სადაც პატრიარქი იყო და იგეგმებოდა რაღაც სერიოზული დანაშაული. სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ კეთდებოდა ეს დანაშაული – ასე ბრძანა პრემიერ-მინისტრმა. დაველოდოთ გამოძიებას. კონკრეტულად, რა ავიცილეთ თავიდან და როგორ, ამას როცა გამოძიება დამთავრდება, ყველა შევიტყობთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები